logo
ENG



ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულებმა რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია გამართეს

05 მარ 202312:22
3 წუთის საკითხავი
clock 458

"რეპრესირებულები რეპრესიების წინააღმდეგ" - ამ სათაურით წაიკითხეს განცხადება ეროვნული მუზეუმიდან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგანტოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა.

განცხადებას ხელს აწერს 28 გათავისუფლებული ადამიანი. მათი თქმით, რუსული კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

"რეპრესირებულები, მასობრივი რეპრესიების წინააღმდეგ

ჩვენ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან განდევნილი ადამიანებივისაც წაგვერთვა პროფესიული საქმიანობის უფლებავინც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ სახელმწიფოსგან მართული ცილისწამების და დევნის კამპანიავხედავთ საფრთხეს, რომ ,"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ"კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც გაცხადებულია საქართველოს მოქალაქეების სურვილი ევროინტეგრაციის შესახებეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, სიტყვის თავისუფლების თუ სხვა ფუნდამენტურ უფლებებსეს კანონი გულისხმობს რკინის ფარდით საქართველოს იზოლირებას ცივილიზებური სამყაროსგან; ეს კანონი ემსახურება საქართველოში პუტინის რუსეთის ავტოკრატიული მოდელის დამკვიდრებას.

ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და თანასწორობას კანონის წინაშეოღონდ, დემოკრატიული და არა ავტორიტარული კანონებისათავისუფლება ადამიანის უმთავრესი ფასეულობაა.თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ ქვეყანას.მხოლოდ თავისუფალი ქვეყანა იძლევა ღირსეული ცხოვრების, ღირსეული ახალგაზრდობის და ღირსეული სიბერის შესაძლებლობას.

ჩვენ გვინდა თავისუფალი, გამარჯვებული და ევროპული საქართველო. ამიტომ ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც არა წინ, თავისუფალი მომავლისკენ, არამედ უკან, მონური წარსულისკენ წაგვიყვანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერთა სია:

1. იულონ გაგოშიძე

2. თინა ქუთელია

3. ნინო ჯაყელი

4. დინარა ვაჩნაძე

5. ეკა კიკნაძე

6. ნინო ხუნდაძე

7. ნანა ბურჭულაძე

8. ლიკა მამაცაშვილი

9. მარიამ გველესიანი

10. შალვა ლეჟავა

11. ირმა მანაგაძე

12. დავით ნიორაძე

13. თემურ ქანთარია-ჯაბადარი

14. ანა მგელაძე

15. მაია პატარიძე

16. გიორგი გაგოშიძე

17. ნათია ხულუზაური

18. თემურ შარიქაძე

19. გიორგი ფარცხალაძე

20. ნიკი ბაქანიძე

21. მამუკა საღარაძე

22. ეკა კაჭარავა

23. ეკა თაბუკაშვილი

24. ანა შეროზია

25. ირმა დოლიძე

26. მანანა ნიქაბაძე

27. ხათუნა ხარატიშვილი

28. ნანა კვიციანი


close დახურვა