logo
ENG



ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან თამაშისთვის ემზადება

25 ივნ 202420:05
3 წუთის საკითხავი
 

ერთი დღე კიდევ ერთ ისტორიულ მატჩამდე - ხვალ გადაწყდება, გავა თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ ეტაპზე. მოწინააღმდეგე პორტუგალიის ძლიერი ნაკრებია, რომელიც პირველ ადგილს იკავებს, ჯგუფიდან გასულია და ნაწილობრივ შეცვლილი შემადგენლობით იასპარეზებს. დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა. ცნობილია, რომ ხვალ მზად იქნება ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ფორმაში ჩადგა. ვილი სანიოლმა უპასუხა ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს.

 


close დახურვა