logo
ENG



ეროვნული ოფისი - Erasmus+ პროგრამა არ ტოვებს საქართველოს

29 მაი 202521:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/29/weewe9i79cjrd65.png

ერაზმუს+ ეროვნული ოფისი - საქართველო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროგრამა საქართველოდან გადის. 

"Erasmus+ პროგრამა არ ტოვებს საქართველოს. ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს.

საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.

მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


close დახურვა