logo
ENG



ეროვნული სასახლის თანამშრომლები: ვგმობთ ფიზიკურ ანგარიშსწორებას აქციის მონაწილეებზე

02 დეკ 202412:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/02/2hnhqnzi3nmqnw2.jpg

ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, ისინი გმობენ უკანანო დაკავებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. 

ეროვნული სასახლის თანამშრომლები ემიჯნებიან ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხდვითაც, ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნის. განცხადებას, ამ დროისთვის, 30-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. 

"ჩვენ, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია.

საქართველოს მომავალი ევროპაშია!", - ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა