logo
ENG



ეს არის ტყუილი - კუჭავა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილის შეჩერებაზე

07 ივლ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის 15%-ის შეჩერებას „ქართული ოცნების“ წევრი, კახა კუჭავა სიცრუეს უწოდებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, კონგრესს მსგავსი დოკუმენტი არ მიუღია და ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიაა ოპოზიციის მხრიდან.

„ეს არის ტყუილი - სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. არაფერი კონგრესს არ გაუყინავს და არანაირი ცვლილებები კონგრესს არ მიუღია. ამის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს არის არაპროფესიონალიზმი და უნარი, ვერ წაიკითხო, რა ინფორმაცია მოდის აშშ-დან. ან მეორე - მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა", - აცხადებს კახა კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოს დახმარებისთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ს შეუჩეროს მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.


close დახურვა