logo
ENG



ეს არის ძალიან სამართლიანი მოდელი - მდინარაძე საარჩევნო კოდექსზე

25 ოქტ 201916:18
3 წუთის საკითხავი
 
7nw946j9xpmjrxv.png

 

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის. სამუშაო ჯგუფის წევრებს რეკომენდაციები სხვადახვა საკითხებზე აქვთ. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციით შემუშავდა.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით მათ მიერ შემუსავებული მოდელი არის ძალიან სამართლიანი, რადგან ის ხელს შეუწყობს პატარა პარტიების განვითარებას

„ჯერ-ჯერობით რაიმე საბოლოო ვარიანტთან დაკავშირებით საუბარი არ შეიძლება, შეთავაზებულია ე.წ რეგრესული მოდელი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული პარტია პროპორციულად იღებს შედარებით ნაკლებ დაფინანსებას, ვიდრე პატარა პარტია ეს ხელს შეუწყობს პატარა პარტიების განვითარებას, ისინი პროპორციულად აიღებენ მეტ თანხას, გარკვეულ დეტალებზე რა თქმა უნდა დისკუსია არის და ეს მოდელი მოსწონს ყველას, რადგან ეს არის ძალიან სამართლიანი მოდელი,“ - განაცხადა მდინარაძემ

აღნიშნულ მოდელს არ იზიარებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე, მისი თქმით ამ მოდელით იგნორირებას ვუკეთებთ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიების დაფინანსებას.

„ჩვენ ფაქტიურად იგნორირებას ვუკეთებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიების დაფინანსებას, ანუ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს მარტო საპარლამენტო არჩევნები, მისი შედეგები და ადგილობრივი არჩევნების შედეგები, საკრებულოების, მერების ა.შ არანაირ მნიშვნელოვბას არ წარმოადგენს დაფინანსების თვალსაზრისით, არ მიმაჩნია ეს სწორედ,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 


close დახურვა