logo
ENG



ეს არის წინასაარჩევნო, ცუდი და თავხედური გადაწყვეტილება - ბესელია ხუნდაძის ინიციატივაზე

19 მაი 202021:54
3 წუთის საკითხავი
 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანონში ბოლოს ინიცირებული ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის კონკრეტული უფლებების მინიჭების შესახებ წინასაარჩევნო გადაწყვეტილებაა და ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

როგორც პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე განმარტავს, კანონი ზღუდავს ისეთ უფლებებს, რაც დაუშვებელია და ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ პარლამენტი ამ კანონპროექტს არ დაუჭერს მხარს.

„ეს არის წინასაარჩევნო, ცუდი და თავხედური გადაწყვეტილება. წინა ხელისუფლების კანონებს რომ ვაკრიტიკებდი, ასეთი არ მახსენდება. ასე თუ იქცეოდნენ, ისეთი რეაქცია იყო ხოლმე - ამათ ამის გაკეტება როგორ მოუვიდათ თავში აზრად. ვინც ამ პროექტს წაიკითხავდა, ხუნდაძის ბრიფინგის მიუხედავად, დაინახავდა, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიღმა იკითხება სახიფათო ჩანაფიქრი - როცა გინდა ადამიანების უფლებებში იმდენად ჩაერიო, იმდენად არაპროპორციულად ჩაერიო, რომ ყველა კონტროლი მოხსნა.

არ შეიძლება ნაჩქარევად ამ კანონპროექტის მიღება. დასაცავია ფორმაც და შინაარსიც შესაცვლელია. იმედი მაქვს, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს. 

მე მგონია, რომ ვინც ხელს აწერს, კარგად გააცნობიერებენ და დაეთათბირებიან იურისტებს, რას აწერენ ხელს. ავტორი ალბათ არის მთავრობაში რაღაც ჯგუფი, ვინც გადაწყვიტა მიიღოს განუსაზღვრელი ძალაუფლება. ეს კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური. დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მას გააუქმებს. ასეთი ფორმის დაუცველად და უპატივცემულოდ, სტანდარტის საწინააღმდეგოდ მიიღო კანონპროექტი", - აცხადებს ეკა ბესელია.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ხელისუფლებას გადაადგილების აკრძალვის უფლებას დაუტოვებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

 

 


close დახურვა