logo
ENG



კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას გადაადგილების აკრძალვას გაუმარტივებს

19 მაი 202013:01
3 წუთის საკითხავი
 
0i9ebnjnl1ufaur.png

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. პარლამენტარების დიმიტრი ხუნდაძის, ლადო კახაძის, ილია ნაკაშიძის, ზურაბ ხაჩიძის, კობა ნაკაიძისა და დიმიტრი მხეიძის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, კანონში გარკვეული ტერმინები ზუსტდება.

კერძოდ, ზუსტდება ტერმინები - „საკარანტინე ღონისძიებები“ და “თვითიზოლაცია“.

აღსანიშნავია, რომ კანონის „საკარანტინე ღონისძიებები“ გულისხმობს, მათ შორის, შეზღუდვების დაწესებას ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე.

ინიციატორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. 

ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნისვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ამით მოქალაქეთა უფლებები იზღუდება და ინიციატივა არაკონსტიტუციურია.

 


close დახურვა