logo
ENG



ეს იქნება რიგითი ჩვეულებრივი თეატრი - ჩალაგაშვილი ოქრუაშვილის პროცესზე

12 ნოე 201908:01
3 წუთის საკითხავი
 
tpbvigskawzrk4t.png

ევროპარლამენტარების განცხადების ფონზე თბილისში ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლო პროცესი იმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. გასულ პროცესებზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ადვოკატი აიცილა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, რომელიც ოქრუაშვილს სავალდებულო წესით იცავს,  გასულ პროცესზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო პროცესს მორიგ მასკარადს უწოდებს და ამბობს, რომ მას არანაირი მოლოდინი არ აქვს პროცესებიდან.

„ეს იქნება რიგითი ჩვეულებრივი თეატრი, მასკარადი. რა თქმა უნდა არაფრის მოლოდინი არ გვაქვს ამ პროცესიდან ჩვენ. ველოდებით ევროპის საბჭოდან იქნება რეზოლუცია, სადაც აუცილებლად იქნება ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტპატიმარი მოხსენიებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღარ დარჩება საფუძველი და არანაირი ბერკეტი არ ექნება იმისა, რომ ასე უკანონოდ ჰყავდეთ პოლიტპატიმრები ციხეში“,-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.


close დახურვა