logo
ENG



ესაა ტექნიკური სახის შეთანხმება - მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკითხი უცნობია

11 მარ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკითხი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. ცნობილია, რომ მხარეებმა 30 მაჟორიტარული ოლქისა და ოლქების მიხედვით, მანდატების გადანაწილებაზე უნდა იმსჯელონ. უცნობია, როდის და რა ფორმით ჩატარდება მოლაპარაკება. ჯერჯერობით გაურკვეველია ისიც, იქნება თუ არა დაშვებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასთან საუბარი არ ყოფილა და ამ დროისთვის ბლოკების არსებობა კვლავ შესაძლებელია. 

"შეხვედრა შეიძლება გაიმართოს ნებისმიერ დროს. ესაა ტექნიკური სახის შეთანხმება და მის შესასრულებლად შესაძლოა იყოს კონტაქტი მეილითაც, ტელეფონითაც, პირადი შეხვედრითაც, ბიუროზეც და ა.შ. დოკუმენტში შეუძლებელი იყო ტექნიკური დეტალების ჩაწერა და ეს ძალიან მარტივად მოგვარდება",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

"ახალი საქართველოს" ლიდერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციაში შეთანხმება მიღწეულია, რადგან ყველას საერთო მიზანი ამოძრავებს - ესაა არჩევნებში გამარჯვება. 

"მაჟორიტარულ ოლქებში ვაპირებთ თანამშრომლობას, გარკვეული პარტიები ბლოკებად ვჯგუფდებით. მთავარია გამარჯვება, რადგან ქვეყნის აღმშენებლობა გვაქვს დასაწყები და ბევრი საქმეა გასაკეთებელი",-განამრტა გიორგი ვაშაძემ. 


close დახურვა