logo
ENG



ესპანეთი მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

09 ნოე 201914:34
3 წუთის საკითხავი
 
finysteq21mkwww.jpg

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ესპანეთი მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა ხვალ უნდა აირჩიოს. ქვეყანაში დღეს სიჩუმის დღეა.

პოლიტიკურმა ლიდერებმა საარჩევნო აგიტაცია, ტრადიციულად, მხარდამჭერებთან შეხვედრით დაასრულეს. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, გამარჯვებას მმართველ სოციალისტურ პარტიას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის მას კვლავ სხვა პოლიტიკური გაერთიანებების მხარდაჭერა დასჭირდება. ბოლოს ვადამდელი არჩევნები ესპანეთში აპრილში ჩატარდა.


close დახურვა