ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორ - M113-ს გადასცემს. სამხედრო დახმარება კიევში ორშაბათს, 6 თებერვალს გაიგზავნება.
შესაბამისი განცხადება ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა ლატვიაში ვიზიტის დროს გააკეთა.
მანამდე ესპანეთმა განაცხადა, რომ კიევს Leopard 2A4-ის ტანკებს გადასცემს. საუბარია 4-6 ერთეულზე. მადრიდმა ასევე Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც გადასცა უკრაინას.