logo
ENG



ესპანეთი უკრაინას დამატებით 55 მილიონ ევროს გადასცემს

01 ივლ 202317:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/70j5gxv9g3su8ox.jpg

ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი უკრაინას დამატებით 55 მილიონ ევროს გადასცემს.

სანჩესის თქმით, თანხა გათვლილი იქნება მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და სკოლების ეკოლოგიურად სუფთა ენერგოსისტემებით უზრუნველყოფისთვის.

"დღეს ესპანეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 55 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, მათ შორის 51 მილიონი ევრო მსოფლიო ბანკის ჯგუფის და 4 მილიონი ევრო გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით", - თქვა ესპანეთის პრემიერმინისტრმა.

ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი კიევში დღეს ჩავიდა. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ესპანეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ექვსი თვით გადაიბარა.

ესპანეთის მთავრობამ სანჩესის ვიზიტი რამდენიმე დღის წინ დააანონსა და განაცხადა, რომ ეს იქნება ქვეყნის თავმჯდომარეობის პირველი ნაბიჯი. კიევში სანჩესი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უმაღლესი რადას წინაშე გამოვიდა.


close დახურვა