დემონსტრაციითა და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით ხვდებიან ესპანეთის მეფეს ბარსელონაში. ქალაქში სამართალდამცველები პატრულირებენ.
სამეფო რეზიდენციასთან ასობით ადამიანია შეკრებილი. მეფე ფელიპეს ისინი კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერასა და კატალონიის ყოფილი ლიდერების გათავისუფლებას სთხოვენ.
ესპანეთის სამეფო ოჯახი ბარსელონაში ჟირონის პრინცესის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩადის.