ესპანეთის პრემიერ მინისტრი, პედრო სანჩესი უახლოეს დღეებში კიევში გაემგზავრება, რათა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა.
ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ "უსაფრთხოების მიზეზების გამო" მეტ ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ.
ორშაბათს ესპანეთმა გამოაცხადა, რომ "უახლოეს დღეებში" კიევის საელჩოს ხელახლა გახსნის.
საელჩო თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიხურა და საელჩოს პერსონალი ვარშავაში გადავიდა.
ხელახალი გახსნა იქნება "ესპანეთის მთავრობისა და საზოგადოების ერთგულების ახალი ნიშანი უკრაინელი ხალხისადმი."- განუცხადა სანჩესმა ესპანურ ტელეკომპანია, Antena 3-ს.
