logo
ENG



ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის წარმომადგენლებთან დიალოგზე უარს ამბობს

20 ოქტ 201916:06
3 წუთის საკითხავი
 
x9at1ydcs77s5v3.jpg

ბარსელონაში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება. ქვეყნის პრემიერის თქმით, მოლაპარაკება იქამდე არ გაიმართება, სანამ კატალონიის ლიდერები ბარსელონაში მიმდინარე არეულობას არ დაგმობენ. პარალელურად, სიმშვიდისკენ მოუწოდებს დემონსტრანტებს ბარსელონის მერი. მისი თქმით, აქციებისას მიყენებული ზარალი ორ-ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს. 

ამ დროისთვის ბარიკადებისგან გათავისუფლებულია რამბლა, სადაც მთელი ღამე შეტაკებები მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენეს.  დაპირისპირებისას დემონსტრანტებმაბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. არეულობის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა.  


close დახურვა