ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდნენ.
უკრაინის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი და დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი ერთად გამოჩნდნენ მოკლე ვიდეოში, რომელიც სანჩესმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ვალდებულება." - ნათქვამია პოსტში.
Just arrived to Kyiv.
Ukraine has the support, solidarity and commitment of Spain. pic.twitter.com/QyXMEA7vcY
ფრედერიკსენის ოფისმა ტვიტერში გამოაქვეყნა, რომ ის და სანჩესი "შეხვდებიან პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინას კონკრეტული მხარდაჭერისთვის".
"ისინი შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინაში არსებული მდგომარეობა, უკრაინელების შემდგომი მხარდაჭერა და ომის დანაშაულებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაკავშირებული რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან." - ნათქვამია ფრედერიკსენის ოფისის განცხადებაში.
რუსეთი უარყოფს ბრალდებებს ომის დანაშაულებზე და ამტკიცებს, რომ მისი სამიზნე არ არის მშვიდობიანი მოსახლეობა.
სანჩესმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ ესპანეთი უახლოეს დღეებში გახსნის თავის საელჩოს კიევში, რომელიც თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიხურა.