ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში 59 ათას ხუთასი საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობას 5 პარტია ღებს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით კვლავ მმართველი - სოციალისტური პარტია ლიდერობს, თუმცა სავარაუდოდ ის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. არჩევნების წინ აქცია გაიმართა კატალონიის ქალაქებში . კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები გამოვიდნენ ბარსელონას ქუჩებშიც. ისინი ამბობენ რომ ამ გზით ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატვა სურთ.
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება
10 ნოე 201914:31
3 წუთის საკითხავი