logo
ENG



ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 10 დღიანი გლოვა გამოცხადდება

26 მაი 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
5f64073b22qa0a7.jpg

კორონავირუსის შედეგად დაღუპულებს ესპანეთში 10 დღის განმავლობაში იგლოვებენ. საყოველთაო გლოვის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება დღეს გამოაცხადებს. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მადრიდის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო დროშები უკვე დაუშვეს. გაიხსნა ახალი მემორიალიც. ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ს ესპანეთში 26 ათას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  პარალელურად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს საზღვრების გახსნის შესახებ საერთო ევროპული მიდგომა მოითხოვა. 

 


close დახურვა