logo
ENG



ესპანეთში სინოფარმით და სინოვაკით აცრილებსაც შეუშვებენ

07 ივნ 202113:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/07/6n295nlcnawbogf.jpg

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, 7 ივნისიდან სრულად აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ.

მათი ცნობით, ქვეყანაში შესვლას შეძლებენ მათ შორის სინოფარმით და სინოვაკით აცრილები.

"ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 7 ივნისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ესპანეთის სამეფოს ტეროტორიაზე შემოსვლა შეეძლებათ შეზღუდვების გარეშე თუ წარმოადგენენ კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამომგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს (ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (სინოფარმი, სინოვაკი)" - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა