ერთი ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ესპანეთში. ოთხი დაკარგულად ითვლება. გადაუღებელმა წვიმამ ყველაზე მეტად კატალონია დააზარალა.
ტარაგონის პროვინციაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. დაზიანებულია გზები. სწავლა დროებით შეჩერდა რამდენიმე სკოლაში. 18 ათას ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სტიქიამ საკურორტო კუნძული იბიცაც დააზარალა. ძლიერი ქარის გამო სამი ადამიანია დაშავებული.