logo
ENG



ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ვიზასა და ბინადრობის უფლებას აღარ გადასცემს

09 აპრ 202217:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/e9liu0btfe2bi49.jpg

ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო სანქცია, რომელიც რუს და ბელარუს მოქალაქეებს უზღუდავს ესტონეთში მუშაობისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს და აჩერებს შესაბამისი ვიზებისა და მუშაობის უფლების გაცემას.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტიან ჯაანი ამბობს, რომ ეს სანქცია აღმოფხვრის იმ ურთიერთწინააღმდეგობას, რომლის მიხედვითაც ეროვნული და საერთაშორისო სანქციები რუსულ და ბელარუსულ ინვესტიციებსა და ქკონომიკას ზღუდავს, მაგრამ მათ მოქალაქეებს ესტონეტში ბინადრობა და მუშაობა მაინც შეუძლიათ.

„ჩვენ უნდა მოვიქცეთ მტკიცედ და შევზღუდოთ ის შესაძლებლობები, რაც ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, რომ მოვიდნენ და ესტონეთში დაიწყონ ცხოვრება.“ - განაცხადა მან

აღსანიშნავია, რომ უკვე გაცემული ბინადრობისა და მუშაობის უფლება არ გაუქმდება თუმცა მოქალაქეებს მოუწევთ კრიტერიუმებთან შესაბამისობა თუ ულების გაგრძელება სურთ.

ესტონეთში შესლა კვლავ შესაძლებელი იქნება, ოჯახების მიგრაციისა და ჰუმანიტარული მიზეზებით.

 

close დახურვა