ესტონეთი, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს. როგორც გამოცემა Bloomberg წერს, ქვეყანა რუსული აქტივების კონფისკაციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნას ამ თვეში გეგმავს.
საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესი, სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება - საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ მანამდე, მთავრობამ მინისტრებს დაავალა, აქტივების ჩამორთმევის გეგმა შეემუშავებინათ. მედიის ცნობით, ესტონეთი ამ მექანიზმის წარდგენას მანამდე აპირებს, სანამ ევროკომისია რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საერთო გეგმას შეიმუშავებს.
ქვეყნის პრემიერმინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად მუშაობა უნდა გააგრძელონ და გაყინული რუსული აქტივები გამოიყენონ. ამ დროისთვის ესტონეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების ღირებულება, დაახლოებით, 20 მილიონი ევროა.