logo
ENG



ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას გეგმავს

07 ოქტ 202218:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/b6j9kq0ol8ahvqs.jpg

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას გეგმავს.

"ჩემი მოწოდება ნათელია - უკრაინას აქვს ინიციატივა ბრძოლის ველზე და ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ [უკრაინამ] გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები. ამიტომ, ესტონეთი მომავალ კვირას მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ," - თქვა კალასმა.

10 მარტს, ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეცის თქმით, აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს.

30 სექტემბერს, ესტონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს აღიარებს, რომ უკრაინაში ომი ლეგიტიმურია. კალასის თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ომის მოგება შეუძლიათ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა ესტონეთის დახმარება ოსტატურად და მონდომებით გამოიყენეს. პრემიერის განცხადებით, ესტონეთმა უკრაინისადმი როგორც სამხედრო და ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა უნდა გაზარდოს.


close დახურვა