ესტონეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობა უახლოეს კვირებში გაიზრდება.
"უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობა, შესაძლოა, უახლოეს კვირებში გაიზარდოს. რუსეთის არმიამ მექანიზებული ქვედანაყოფების რაოდენობა გაზარდა. ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე ჯარების რეორგანიზაცია დაიწყეს.
ამან, შესაძლოა, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების საფრთხე გაზარდოს. ამასთან, ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალები ტერიტორიების დაბომბვას აგრძელებენ", - წერია განცხადებაში.
დაზვერვის თქმით, ლუჰანსკის მიმართულებით, კუპიანსკი-მაკეევკა-სევერსკის ხაზზე რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევებს აგრძელებენ. თუმცა, ესტონეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამია, რომ რუსეთია არმია ამ მიმართულებით წარმატებას ვერ აღწევს.