logo
ENG



ესტონეთის ელჩი: როცა რომელიმე მთავრობა რაიმე კანონს იღებს, ყოველთვის კომპრომისზე ვერ წავალთ

19 ივნ 202410:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/qstqy2y6e8m2iws.jpg

ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "როცა რომელიმე მთავრობა რაიმე სახის კანონს იღებს," ევროკავშირი ყოველ ჯერზე დათმობებზე ვერ წავა.

მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, ქვეყანამ მხოლოდ "საკუთარი წესებით არ უნდა ითამაშოს.

ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ EU-ში ქართული საზოგადოების დასჯის სურვილი არ აქვთ, ზოგიერთი სანქცია შესაძლებელია მასაც შეეხოს - რაც "წესების არ დაცვის" შედეგი იქნება.

"რა არის გასაკეთებელი, რა არ შეიძლება, ჩვენ ეს არ ვიცით. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება. ამ ყველაფერზე ამ თვის ბოლოს განხილვა იქნება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში, ასევე ბრიუსელში ევროსაბჭოში. ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობს მასში და ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ესტონეთი ძალიან ხმამაღლა საუბრობს ზოგიერთ ვარიანტზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დაიცვას თავისი და წევრი სახელმწიფოების ინტერესები. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია კომპრომისების გაკეთება, როცა რომელიმე მთავრობა რაიმე სახის კანონს იღებს. მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ევროკავშირს შეუძლია დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველა ერთნაირ წესებს დავიცავთ. არ შეიძლება მოხვიდე და თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს. ეს ასე არ მუშაობს. სამწუხაროდ, რამდენიმე ღონისძიება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვისაც. საზოგადოების დასჯა არავის უნდა, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არის თამაშის წესების არდაცვის შედეგი. ქართველი ხალხი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, შეადგენს მოსახლეობის 85%-ს, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება შეასრულოს ამ ხალხის სურვილი და ითამაშოს წესებით", - განაცხადა ელჩმა ინტერპრესნიუსთან. 


close დახურვა