logo
ENG



ესტონეთის პრემიერმა ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა

17 დეკ 202120:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/17/nqam799batlvalh.jpg
ფოტო: ესტონური მედია

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაი კალასმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა. განცხადება კალასმა ესტონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც კალასმა ინტერვიუში აღნიშნა, მან ქართველ კოლეგას უთხრა, რომ მეგობრების მოსმენა სრულიად მიუღებელია და ასე არ ხდება.

კაი კალასის თქმით, მოლაპარაკების დროს რთული თემებიც განიხილეს, მათ შორის შეფერხებული რეფორმები საქართველოში. 

"ვუთხარი, რომ გვინდა თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ თქვენ ეს უნდა გაგვიადვილოთ. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, შეეცადეთ გადალახოთ განხეთქილება საზოგადოებაში", - ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი

ესტონეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა