logo
ENG



ესტონეთის საგარეო: მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს

23 თებ 202112:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/0aghao9mj3hf810.jpg

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და "ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს" გმობს.

საგარეო უწყება მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს და პოლიტიკური ვითარების გამწვავებას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ და მივმართავთ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა