უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს უსაფრთხოების არჩევანი და ცხოვრების წესი მის მეზობლებს. ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის წინაპირობა უნდა იყოს ისიც, რომ ის ქვეყნები რომლებიც დააკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს იქნებიან NATO-ს ოჯახის წევრები. ევროპის კონტინენტზე არ არსებობს უფრო დიდი მხარდაჭერა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ვიდრე ესტონეთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობლად მდებარეობს და რომლებისთვისაც ამ ომის შედეგები არსებითად მნიშვნელოვანია, სრულად იყოს შესაბამისობაში რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკასა და მისი აგრესიისადმი პოლიტიკურ მიდგომასთან.