ესტონეთის საგარეო დაზვერვა კრემლის საფრთხეებზე საქართველოს აფრთხილებს. ესტონეთის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ რუსეთი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ეცდება და ამ დასკვნას რამდენიმე ფაქტორით ამყარებს.
დასკვნაში ნახსენებია რუსული ძალის გააქტიურება საქართველოში. ჩამონათვალში "ქართული მარში" და პრიმაკოვის ფონდის ფილიალი მოხვდა. მთავარი მიზანი კი რუსეთისთვის საქართველოს არჩევნებში სასარგებლო შედეგის მიღწევა და ქვეყნის მაქსიმალური დისტანცირებაა დასავლეთისგან.
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ საფრთხეები, რომელზეც ანგარიშია საუბარი, „ქართული ოცნება“ ინფორმირებულია, თუმცა მათზე გააზრებულად არ რეაგირებს. სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ პარტია თავად შეუწყობს ხელს პრორუსული ძალების გაძლიერებას, ნაწილი კი მიზეზს არგაღიზიანების პოლიტიკაში ხედავს.
რა ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმისთვის, რომ შეაჩეროს ოკუპაცია და 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა - ჯერ უცნობია.