logo
ENG



ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ

31 ოქტ 202410:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/31/tx2a3glbh61p7wi.jpg

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით სკანდინავიური ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქვეყნების საგარეო მინისტრები გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

მიჰკელსონი წერს, რომ სამწუხაროდ [ასეთი განცხადებები] არ არის საკმარისი.

"სამწუხაროდ, ეს არაა საკმარისი. სიფრთხილის გამოჩენის გამო, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს", - წერს მიჰკელსონი X-ზე.

***

სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების მოწოდებას უერთდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია ეჭვების გაფანტვა, რომელიც საარჩევნო პროცესის მთლიანობას შეექმნა.

 


close დახურვა