ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება. საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ გარემოებას, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრება ხელს უშლის პოლარიზებულ გარემოში დიალოგის წარმართვას.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს. ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები არ უწყობს ხელს ისედაც ძლიერ პოლარიზებულ სიტუაციაში მყოფ ქვეყანაში დიალოგის წარმართვას", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც.