ტალინმა ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტს, ევგენი რეშეტნიკოვს ბინადრობის ნებართვა არ გაუხანგრძლივა.
ესტონეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რეშეტნიკოვი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
"სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზე, რადგანაც რეშეტნიკოვი თავის საჯარო საქმიანობაში,, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, მხარს უჭერს აგრესორების ქმედებებს და თავისი ქცევა არ შეუცვლია, მიუხედავად გაფრთხილებებისა", - ციტირებს გამოცემა ERR სასაზღვრო დაცვის ბიუროს უფროსს.
როგორ და როდის ამართლებდა რეშეტნიკოვი ამართლებდა და მხარს უჭერდა აგრესიას, ესტონეთის ხელისუფლება არ აზუსტებს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ ადრე მიტროპოლიტმა, ხელისუფლების მოთხოვნით, საჯაროდ დაგმო უკრაინის ომი. ის ასევე შეუერთდა ესტონეთის საეკლესიო საბჭოს განცხადებას, რომელმაც დაგმო ომი და საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.