logo
ENG



ეუთო/ოდირი მეორე ტურზე: იყო დაშინება, უბნების გარეთ ზეწოლა, შეურაცხმყოფელი რიტორიკა

31 ოქტ 202115:41
3 წუთის საკითხავი
clock 2555

ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველად შეფასებებს აკეთებს.

ეუთო ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. 

ასევე, იონსონის თქმით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და გარკვეული ჯგუფები უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, ასევე ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.

[სინქრონული თარგმანი] "ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი, ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ, უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა,მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით.

მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალი პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო, ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის, საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა, ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს. მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები, სავარაუდოდ გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, იყო შეშფოთების საგანი.

მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება.მაგრამ ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს. ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, 2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ძირითადად შესრულდა ოდირის ადრინდელი რეკომენდაციები, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით" , - ამბობს ალბერტ იონსონი.

ალბერტ იონსონმა ასევე ისაუბრა არჩევნების წინ შეურაცმხყოფელი რიტორიკის გამწვავებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ყოფილი ძალოვანების დაკავებაზეც. 

[სინქრონული თარგმანი] "საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა საარჩევნო დღემდე ორი კვირის განმავლობაში, აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს, ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით.

კამპანიის ბოლო დღეებში, მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეო მასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისების გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს. კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა. მაგრამ ,ფართოდ გავრცელებულ და ურთიერთშეწყობილ ჩივილებს, ზეწოლასთან და დაშინებასთან დაკავშირებით, ასევე, ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობას, ადგილი ჰქონდა პირველ და მეორე ტურშიც.

პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდებოდა იზოლაციაში, ცენტრალური მთავრობის მხრიდან და არ იქნებოდა არანაირი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, დაგმობილი იქნა ოპოზიციის მხრიდან, როგორც მათი ამომრჩევლების დაშინების მცდელობა. ენმ-ი საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზე. ხოლო ქართულმა ოცნებამ კამპანია მიმართა უფრო მეტ ეროვნულობაზე.

მეორე ტურში მონაწილეების კამპანიის ფინანსების წარდგენის ვადა იყო სამი დღით ადრე მხოლოდ მეორე ტურამდე და ვერ გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის მიერ მეორე ტურის არჩევნების დღემდე. აუდიტის სამსახურის გამოძიება სამ შესაძლო დარღვევაზე ჯერ ისევ მიმდინარეობდა მეორე ტურის პერიოდში. მთლიანობაში დაჩქარებული ვადების არარსებობამ და ფორმალისტურმა მიდგომამ აუდიტის სამსახურის მიმართ გამოიწვია კითხვები.

ოდირის მისიამ მედიის მონიტორინგი დაიწყო 4 სექტემბერს, 7 ქართველი მონიტორით, რომლებიც მუშაობდნენ კვირაში 6 დღის განმავლობაში. მეორე ტურის დროს მედია გარემო კვლავ პოლარიზებული იყო. კერძო მფლობელობაში არსებული ეროვნული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას, ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მართველ პარტიას. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი. გაშუქება ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ურთიერთბრალდებებში, პარტიებსა და კანდიდატებს შორის. ნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის საკითხები ან ადგილობრივი მნიშნველობის საკითხები, რაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ორგანიზებას მეორე ტურში. მაგრამ დებატები არ შემდგარა, რადგან მონაწილეებს ამისი სურვილი არ გამოუვლენიათ." - ამბობს ალბერტ იონსონი. 

ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მუშაობა დაიწყო 26 აგვისტოს და 4 სექტემბრისთვის განთავსებული ყავდა 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელს ქვეყანაში. 

ალბერტ იონსონმა, პირველი ტურის შეფასების დროს თქვა, რომ არჩევნებში ბოროტად იყენებდნენ დამკვირვებლებს, ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. 

 

close დახურვა