ეუთოს 3 დეკემბრის რიგით 28-ე მინისტერიალზე ალბანეთის, შვედეთის, ჰოლანდიის და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
"ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების მხრივ სიტუაციის გაუარესებას საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, " - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, მინისტერიალზე 4 ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება.