logo
ENG



ეფაძე: ბათუმში 24 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

23 სექ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 
ეფაძე: ბათუმში 24 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციის, ბათუმში 24 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს. 

როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე ცნობით, ბათუმის კლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში - 660. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. 


close დახურვა