logo
ENG



ექიმები სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადასაყვანად კელი დეგნანს მიმართავენ

11 ნოე 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 781

"ექიმები მიშას სიცოცხლის გადასარჩენად" - ამ სახელწოდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს და ელჩს თხოვნით მიმართეს, დაამყაროს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, რათა მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. 

ექიმები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

"მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოება. 

ამავე დროს, გთხოვთ უშუალოდ მოახდინოთ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და დაგვეხმაროთ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას ექიმთა კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, საქართველოს პოლიპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში", - ამბობს კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელი ვილი პაჭკორია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად

მიუხედავად ამისა, 8 ნოემბერს, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მისი ნებიბს საწინააღმდეგოდ, მოტყუებით, მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


close დახურვა