logo
ENG



ექიმები სააკაშვილის მხარდასაჭერად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

04 იან 202312:03
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ექიმები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სოლიდარობის აქციას მართავენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის შეწყალებას მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ახლა ეს სააკაშვილის გადარჩენისთვის ყველაზე სწრაფი გზა არის.

"კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა იწურება, მას რესურსი აღარ აქვს სასიცოცხლო და ძალიან მალე ილევა, ამიტომ მას ძალიან სწრაფად სჭირდება დახმარება. თუ ჩვენ დაველოდებით სასამართლოებს, პაციენტი მანამდე დაამთავრებს ცუდად თავის სიცოცხლეს", - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აქცია გაიმართება - როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, "სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის" აქციები 4 იანვარს, 18 საათზე შემდეგ ლოკაციებზე იქნება:

  • თბილისი - მშვიდობის ხიდი
  • ქუთაისი - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
  • ბათუმი - თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9
  • ზუგდიდი - ზუგდიდის იუსტიციის სახლთან
  • ოზურგეთი - ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში).

close დახურვა