სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები მენეჯმენტს ერთ კვირიან ვადას აძლევენ, შემდეგ იქნება მწვავე აქციები. ექიმები საკვალიფიკაციო გამოცდებს აპროტესტებენ, რომლის შედეგად, მათივე თქმით, ორასამდე თანამშრომელმა სამსახური დაკარგა. ექიმები ამბობენ, რომ ტესტირება მიზნად არა ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ რეპრესიებს ისახავს. რასაც სამსახურის ადმინისტრაცია უარყოფს.
ექიმების პროტესტი
30 ივნ 202320:33
3 წუთის საკითხავი