საქართველოს სახალხო დამცველს კარს ქართული ოცნება კანონით ვერ დაუხურავს. ფაქტობრივად იზოლაციაში მოქცეული მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობას შეისწავლის 9-წევრიანი მრავალპროფილურ ექიმთა საბჭო. სახალხო დამცველმა წინასწარ შეახსენა ხელისუფლებას, რომ უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველს გლდანის დაწესებულებაზე უკვე ორჯერ აქვს დაწერილი დასკვნა, რომ ციხის კლინიკა მოშიმშილე პატიმრის საჭიროებებს არ აკმაყოფილებს.