მარნეულში აივნის ჩამონგრევას 2 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავდა 2 ბავშვი.
26 წლის ორსული ქალის დაღუპვის მიუხედავად, ექიმებმა შეძლეს ნაყოფის გადარჩენა.
"შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი. როცა ჩატარდა ფასთ ექოსკოპია, რაც საჭიროა პროტოკოლის მიხედვით, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის პარალელურად გრძელდებოდა ქალის რეანიმაციული ღონისძიებები. ნაყოფის ამოყვანის შემდეგ გული მასაც გაუჩერდა, თუმცა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა". - თქვა ექიმმა.
რაც შეეხება ერთ-ერთ დაშავებულ ბავშვს - ექიმმა თქვა, რომ 8 წლის ბავშვი არის მძიმე შოკურ მდგომარეობაში, აქვს შიდა ქალის დახურული ტრავმა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ქვემო კიდურზე აქვს დიდი ზომის ჭრილობები. დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
აივანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ჩაინგრა, რასაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც მოჰყვა.
მანრულელები ამბობენ, რომ მერიას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ დაეხმარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.