ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამების ტაძარში დღეს პატრიარქი ვერ მივიდა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ, მათ შორის სკანდალური განცხადების ავტორი მეუფე იაკობი და ამ განცხადებების ერთ-ერთი ადრესატი მეუფე პეტრე.
ექიმ ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს და ექიმის რეკომენდაციით, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.
"ჩავატარეთ ყველანაირი გამოკვლევა, დაისვა ვირუსული ინფექციის დიაგნოზი. ეს იყო ერთდღიანი ეპიზოდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ვირუსს მოსდევს გარკვეული სისუსტე, ექიმების დიდი სურვილი და თხოვნა იყო პატრიარქისადმი, რომ რამდენიმე დღე იყოს სახლის პირობებში. თავს კარგად გრძნობს თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ სისუსტეს," - აცხადებს ცისანა შარტავა.