logo
ENG



ექიმი: კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ 2 პაციენტს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება

13 ივნ 202111:27
3 წუთის საკითხავი
 

"ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკის რეანიმატოლოგის, ალექსანდრე მხარგრძელის თქმით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან ორ პაციენტს, მათ შორის არასრულწლოვანს, დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი 4 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის.

"ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. 3 მათგანის მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომაროება არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმით შემოსული. მართვით სუნთქვაზე ამჟამად არცერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი კონტაქტურია", - თქვა მხარგრძელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კრწანისში, ნიუ ჰოსპიტალის ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 8 კი დაშავდა. მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.


close დახურვა