22 ალექსანდრე თირქია, რომელსაც აქციაზე დაკავების დროს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დრომდე ხელოვნური კომაშია. როგორც ექიმი ამბობს, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.
"უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია. [...]
მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცაღა, დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების მიერ დაკვირვება. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას", - აღნიშნა მან.