პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, გარდაცვლილი კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მისი ბინაზე გაწერა ხვალ იგეგმებოდა.
"თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას. დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი. საშუალო სიმძიმიდან გამოვიდა. დღესაც გვინდოდა გაწერა, მაგრამ რადგან კიდევ გვინდოდა ანალიზების გაკეთება, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეწერა", - თქვა ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას შეიძლებოდა მიეყვანა მამაკაცი თვითმკვლელობამდე, ტურძელაძე ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან კაცს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
"საერთოდ არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია", - ამბობს ტურძელაძე.
დღეს საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან Covid-პაციენტი გადახტა. 59 წლის კაცის მდგომარეობა მძიმე იყო, ის გარდაიცვალა.