logo
ENG



ექიმი ელენე გიორგაძე: სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, მდგომარეობა სტაბილურია

22 ნოე 202118:22
3 წუთის საკითხავი
 

სამთავრობო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა სტაბილურია. ექიმი მთელი დღის განმავლობაში გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

ელენე გიორგაძის თქმით, სააკაშვილს ანალიზებს ყოველ დღე უკეთებენ.

"თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ ექოკარდიოგრაფია გავუკეთეთ, ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია", - ამბობს ექიმი. 

ელენე გიორგაძის თქმით, ხვალიდან მიხეილ სააკაშვილს დამატებით პროდუქტებს მისცემენ.

"ხვალიდან უკვე გადავდივართ დაკვირვების სტადიაში, ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს. ნელ-ნელა შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს. ეს გაგრძელდება ორშაბათამდე და მერე გადავალთ უკვე სულ სხვა კვებაზე, რომელიც ინიშნება სამი კვირით. ჯერ უნდა ვნახოთ ის შედეგი კვირამდე, რისი მოლოდინიც მაქვს", - თქვა ელენე გიორგაძემ.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა


close დახურვა