logo
ENG



ექიმი ელენე გიორგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

21 ნოე 202121:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/21/8rznba7uzraereo.png

სამთავრობო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე, რომელიც მთელი დღე გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, სააკაშვილს წნევაც დაურეგულირდა.

"დღეს წნევა სტაბილური ჰქონდა, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება", - თქვა გიორგაძემ.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი ექიმების მითითებებს ასრულებს.

"პირველი დღიდან პაციენტს ექიმების მიმართ აქვს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, ძალიან დიდი პატივისცემით არის და ნამდვილად, მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია შეხვედრა. მთავარია, ამ ადამიანს აუხსნა, რატომ და რისთვის კეთდება, მერე რომც არ მოსწონდეს რასაც აკეთებ, მაინც მოგყვება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ექიმმა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაყვანა შესთავაზეს, ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს სხვა პოლიტიკოსებმა, ასევე დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. 


close დახურვა