logo
ENG



ექიმი ხოშტარიაზე: ანალიზები დამაკმაყოფილებელია, დაიწყო სპეციალიზირებული კვება

20 ნოე 202112:15
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ექიმის თქმით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, რომელიც 17 დღე შიმშილობდა, სტაბილურია და მისი ანალიზები დამაკმაყოფილებელია. მან უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი.

"ჯერჯერობით დაიწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაიწყო სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა", - განმარტა ექიმმა.

დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა. ის კლინიკაში რეაბილიტაციისთვის გადაიყვანეს. ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე გადაიყვანეს. 

ნიკა გვარამიას თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ყველაზე რთული ფაზა იწყება და უნდა შედგეს ე.წ. რეფიდინგის სწორი პროტოკოლი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უნდა გაკეთდეს ყოველდღიური ანგარიშები.


close დახურვა