logo
ENG



ექიმის თქმით, კახეთში თანასოფლელის მიერ დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია

22 იან 202412:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/22/hikn0aqmjmzc0k7.png

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, გუშინ კახეთში თანასოფლელის მიერ დაჭრილი ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. მისი განცხადებით, პაციენტებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ და ახლა მდგომარეობა სტაბილურია.

"სასწრაფო ბრიგადის მიერ შემოყვანილია ორი კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა ორივე პაციენტთან. ამჟამად პაციენტები გადაყვანილები არიან ქირურგიულ განყოფილებაზე, სტაბილური მდგომარეობაა და მათ სიცოცხლეს რაიმე საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ", - განაცხადა მან.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამმა თანასოფლელმა ერთმანეთი გუშინ, 21 იანვარს გვიან ღამით დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ცნობით, დაპირისპირება ქეიფის დროს მოხდა - თანასოფლებებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა სანადირო თოფიდან სუფრის წევრებს ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამი თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს.


close დახურვა