ჯეოჰოსპიტალსის ექიმის განცხადებით, საგარეჯოში დაჭრილი ხუთივე მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ-ერთი მათგანი კი შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
მისივე თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი, ახალგაზრდა ქალი, თბილისში კატასტროფის ბრიგადით გადაიყვანეს.
"ხუთივეს მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი პაციენტი შედარებით მძიმეა და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა, ერთს გაეწია შესაბამისი მკურნალობა და კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისის საავადმყოფოში, თვალის ზედაპირული ტრავმის გამო"- განაცხადა კლინიკის ექიმმა.
***
საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.
თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.
ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.
თავდასხმის დეტალები - სრულად